სიცილიაში ვულკანმა "ეტნამ" ისევ გაიღვიძა. იტალიელმა ვულკანოლოგებმა ლავის ამოფრქვევის ახალი კერა დააფიქსირეს, რომელიც კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
ამოფრქვევა გამთენიისას დაიწყო. ის საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა და თან აფეთქებები და ძლიერი ფერფლი ახლდა.
მომხდარის გამო არ შეფერხებულა საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა. ეს კუნძულზე წლის განმავლობაში ვულკანის მეხუთე ამოფრქვევაა.