ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიშელინ კალმი რეის შეხვდენენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
კალმი-რეისთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტპატიმრების საკითხსა და ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის პრობლემებზე ისაუბრეს.
ოპოზიციამ ასევე დააყენა საკითხი, რომ ევროსაბჭომ საქართველოში არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნოს.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დღესვე არასამთავრობოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური კანცლერი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, მან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და უმრავლესობის წარმომადგენლებთან.
მიშელინ კალმი-რეი საქართველოს დღეს დატოვებს.