კომპანია "იუტეირის" კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავმა "ATR 72", რომელიც ტიუმენი-სურგუტის რეისს ასრულებდა კატასტროფა განიცადა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფომაციით, თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა.
ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 32 ადამიანი, გარადჩა 11, რომელთა უმეტესობა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები თვითმფრინავის მგზავრებს შორის არ ყოფილან.
ბორტზე მყოფი 43 ადამიანიდან 39 მგზავრი იყო ხოლო 4 ეკიპაჟის წევრი. ეკიპაჟის ყველა წევრი დაღუპულია.