ინციდენტი გვიან ღამით რესტორან "გაგრაში" მოხდა. უცნობმა ახალგაზრდებმა ცივი იარაღით რესტორანში მყოფი 23 წლის დავით ჯავახაძე და ავთანდილ ჯაყელი დაჭრეს. ჩხუბი სხვადასხვა სუფრაზე მჯდომ ახალგაზრდებს შორის გოგონასთან ცეკვის გამო დაიწყო.
"ორივეს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში ჭრილობები მსუბუქია შემავალი არც ერთი არ იყო, ერთი პაციენტი უკვე გაწერილია, ხოლო მეორე იმყოფება დაკვირვების ქვეშ" _ განაცხადა ექიმმა ავთანდილ მეგრელაძემ.
ამ დროისათვის დავით ჯავახაძე კლინიკიდან უკვე გაწერილია. ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში რჩება ავთანდილ ჯაყელი მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.