საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცახდებით, შევარდნაძის ხელისუფლების წევრების მიერ, კორუფციაზე საუბარი მიუღებელია. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციული ფაქტების გამოკვლევის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც შევარდნაძის კარის მოხელე - პეტრე მამრაძე კორიუფციაზე საუბრობს, უნდა დაფიქრდეს, ბიუჯეტიდან შეჭმული 800 მილიონია კორუფცია, თუ როცა ბიუჯეტი 10-ჯერ იზრდება.
წიკლაური მიიჩნევს, რომ ზოგიერთმა პარანოიდული აზრების ფრქვევა შუშის სასახლეში მიღწევის სურვილით დაიწყო.
"სამი თვეა, რაც ოპოზიციონერები გიჟებად იქცნენ. ასეთი სისასტიკე არ მინახავს, რასაც ამ ადამაინების მიმართ, ბიძინა ივანიშვილი იჩენს. მისთვის პარლამენტში, თეატრალურ წარმოდგენებს მართავენ, მეტი რაღა გააკეთონ? მილიონებს ყველას აძლევენ და რა გახდა, რომ ამათაც მისცენ?" - აღნიშნა წიკლაურმა.
პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავარობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი ფრაქციის -- ~ერთობა სამართლიანობისთვის~ -- მიერ იყო ინიცირებული. მის შექმნას მხარი კენჭისყრაში მონაწილე მხოლოდ 7-მა დეპუტატმა დაუჭირა, მისი წინააღმდეგი კი 70 დეპუტატი აღმოჩნდა. შესაბამისად, საკითხი ჩავარდა.