"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, გუშინ სამთავრობო საათის დაწყებამდე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბარათურიამ განაცხადა, გუშინ მინისტრი პარლამენტიდან გაიქცა.
,,ოთხს აკლდა 20 წუთი, როდესაც მითხრეს, რომ ვანო მერაბიშვილი პარლამენტის შენობაში იყო. მთელი კვირის განმავლობაში კეთდებოდა კომენტარები, რომ შს მინისტრი მოდის. 10-15 წუთით ადრე მინისტრი შენობიდან გაიყვანეთ. მინისტრის პარლამენტის შენობიდან „გუშინდელი გაქცევა", იმის მაჩვენებელია, რომ უმრავლესობას პასუხები არა აქვს. თუ რაიმე აქვს შს მინისტრს, ეს გონიერებაა, მან ძალიან კარგად იცოდა, აქედან წასვლა მისი რეპუტაციის განადგურება იქნებოდა, მაგრამ მაინც წავიდა. რატომ? იმიტომ რომ თუ ვინმე გუშინდელ დებატებში აგებდა, ეს პრეზიდენტი იყო", - აღნიშნა ბაღათურიამ.
სამთავრობო საათზე გუშინ შს და იუსტიციის მინისტრების ნაცვლად მათი მოადგილეები გამოცხადდნენ, რის გამოც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებმა პროტესტის ნიშნად სამთავრობო საათი დატოვეს.