"ქართული ოცნების" წერილი ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვიცი მისი არსებობის შესახებ. მოუთმენლად ველი მის გაცნობას და მოგვიანებით უფრო დეტალურ რეაგირებას მოვახდენ, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ბასმა აღნიშნა, რომ NDI დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსდება აშშ-ის მთავრობისა და სხვა ორგანიზაციებისაგან.
"NDI დამოუკიდებელი ორგანიზაციია, რომელიც დაფინანსებას იღებს შეერთებული შტატების მთავრობისა და სხვა ორგანიზაციებისაგან, მაგრამ ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ისინი ღირებულ საქმე აკეთებენ საქართველოში და ვენდობი მათ შესაძლებლობებს", - განაცხადა ბასმა. .
კოალიცია "ქართული ოცნება" საქართველოში აშშ-ის ელჩს, ჯონ ბასს ღია წერილით მიმართა. წერილში "ქართული ოცნება" ელჩს წინადადებით მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში NDI-მ და IRI-მ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა შეწყვიტონ.