ათთვიანი ტყვეობის შემდეგ სოხუმის პორტში გაჩერებული გემის "Hakki Cilioglu"-ს ქართველი მეზღვაურებს რამდენიმე საათში ზუგდიდში გადმოიყვანენ. სავარაუდოდ, მათ ზუგდიდამდე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლები მოიყვანენ.
ამჟამად მეზღვაურები ჯერ ჯერობით კვლავ სოხუმის პორტში იმყოფებიან და მათი გადმოყვანა დღის ბოლოსთვის იგეგმება. მალევე ზუგდიდში ჩავა და მეზღვაურებს დახვდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.
მეზღვაურთა გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა თურქეთში და საერთაშორისო წითელი ჯვარი.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის პორტში მყოფი ქართველი მეზღვაურები უკვე ერთი წელის იმყოფებიან. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია სტარ ენ შიპინგის კუთვნილ გემზე 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ.მათ ოჯახების ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიაზე მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით შეიყვანეს.