ვალერი გელბახიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩემი საქართველო" დააფუძნა. არასამთავრობო ორაგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან, დიპლომატები, იურისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურ პროგრამებს მოამზადებენ და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებენ,
ვალერი გელბახიანი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობაზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
"არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩემი საქართველო", უკვე დარეგისტრირებულია. ჩვენ შევიტანეთ, განაცხადი საჯარო რეესტრში და იქით კვირაში გვექნება ე. წ პრეზენტაცია. ოპოზიციურ პარტიებთან გვექნება მემორანდუმის ტიპის თანაშრომლობა და ჩვენ თუ შევძლებთ, პროფესიულ ნაწილში შევასრულოთ ის, რასაც ამ შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს სურთ, მაგრამ დრო არ აქვთ ამისათვის ამას შევასრულებთ ჩვენ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ვალერი გელბახიანმა.