რუსეთის ხელისუფლება საბჭოთა კავშირის სიმძლავრის აღდგენას ცდილობს. წერს თავის სტატიაში კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო.
"დღეს რუსეთის ხელმძღვანელობა იმ მძლავრი სახელმწიფოს აღდგენას ცდილობს, რომელიც უზარმაზარი ძალისხმევისა და უამრავი აკრძალვების შედეგად იყო შექმნილი", _ წერს კასტრო.
თავის სტატიაში იგი ძალიან უხეში ფორმით აკრიტიკებს აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და მას პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ერთ-ერთ ლიდერს ადარებს, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამასთან ერთად კასტრო ამ ლიდერის ვინაობას არ ასახელებს.
კასტრო იხსენებს, რომ ბუშმა სამხედრო აკადემია "ვესტ-პოინტის" კურსდამთავრებულებს უბრძანა "იყონ მზად მოულოდნელი იერიშისათვის" მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. აშშ-ს პრეზიდენტი "ერთი ჩემოდნის მეშვეობით იღებდა გადაწყვეტილებას ათასობით ერთეული ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ" რასაც შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლისათვის წერტილი დაესვა",_ წერს კასტრო.
მასალის გამოყენების პირობები