ავღანელმა პოლიციელმა თავისი 9 თანამშრომელი გამოასალმა სიცოცხლეს მაშინ როდესაც მათ საგუშაგოზე ეძინათ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულთა შორისაა მკვლელი პოლიციელი ძმა და ასევე საგუშაგოს უფროსი თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად.
პოლიციელი მკვლელობის ჩადენის შენდეგ გაიქცა და ყველა თავისი მოკლული კოლეგის იარაღი წაიღო თან.
მკვლელობის მოტივი ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა ავღანეთის ხელისუფლება ამ დანაშაულის ჩადენის თანამონაწილეობაში მოძრაობა "თალიბანს" ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში დღეს ასევე ორი ნატოს სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.