ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, წევრმა ჯონდი ბაღათურიამ, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ,,მონოპოლისტური საქმიანობის,, სქემა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან წარადგინა.
კორუფციული ფაქტების გამოკვლევის მიზნით, დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქციის ინიციატივით მოხდა.
ბარათურიამ დეპუტატებს, განათლების სექტორში, მიხეილ სააკაშვილის დედის - გიული ალასანიას "მონოპოლისტური საქმიანობის" ამსახველი სქემა წარუდგინა და აღნიშნა, რომ ალასანია, რომელიც 2004 წლამდე რიგითი მეცნიერი იყო, განათლების სფეროს მონოპოლისტად მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ იქცა.
მისი თქმით, "საქართველოს უნივერსიტეტში" გიული ალასანია 37,5%-ს ფლობს, 37,5%-ს - მანანა სანაძე, 12,5%-ს ედუარდ რობერტ რაუპი, ხოლო 12,5%-ს პრეზიდენტის ბიძაშვილი - ნიკოლოზ ალასანია.
ბაღათურიამ სხდომაზე, გიული ალასანიას მიერ, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში წილის ფლობის შესახებ, საჯარო რეესტრის ამონაწერებიც წარადგინა. ამასთანავე, ისაუბრა მის კავშირზე ,,საეჭვო წარმოშობის,, უცხოურ ფულთან და სამართალდამცველებს ქართულ განათლების სისტემაში, თურქეთის მოქალაქის ფეთჰულაჰ გულენის საქმიანობის დაინტერესებისკენ მოუწოდა.
დეპუტატის მტკიცებით, აღნიშნული პიროვნება თურქეთის ხელისუფლების მიერ არაერთგზის იყო დაკავებული.
,,ფეთჰულაჰ გულენი, თავს ისლამის მქადაგებელს უწოდებს და ქართული განათლების სისტემაში, პრეზიდენტის დედის დახმარებით, აქტიურად მონაწილეობს,, - დასძინა ბაღათურიამ.