პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი სამტრედიაში ჩავიდა და იმერეთის რწმუნებულთნ ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე პარლამენტარმა დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმებაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებსა და რეგიონში კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობაზე ისაუბრა.
"საუბრის მთავარი თემა არის სწორედ ის პრობლემები, ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ერთ-ერთი მთავარი საკითხია დასაქმების თემა და მოსახლეობას გავაცანით, ამ მიმართულებით რა გეგმები, რა ხედვები არსებობს. ხელისუფლებას ამ მიმართულებით, რამდენიმე ინიციატივა აქვს, მათ შორის ამ რეგიონში კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობა, სადაც ბევრი ადამიანი დასაქმდება.Aასევე საუბარი იყო, სოფლის მეურნეობის საკითხებზე და იმაზე, რომ ჩვენ მოვხსენით დღგ_ს გადასახადი", _ განაცხადა აკაკი მინაშვილმა
შეგახსენებთ, ,,ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას ხვდება და ადგილობრივების პრობლემებს ეცნობა.