რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ მოლაპარაკებების ამ რაუნდზე კვლავ დააყენა საკითხი აფხაზეთის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიების შეყვანის შესახებ.
კარასინი ასევე აცხადებს, რომ ქართული მხარის ეს იდეა "არ შეესაბამება ოფიციალური ცხინვალისა და სოხუმის პოზიციებს. ამიტომაც ეს მკვდრადშობილი იდეებია", _ აცხადებს კარასინი.
ამასთან ერთად, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს "საქარველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლოს გაკეთებული ანტირუსული განცხადებები".
"ყველა მსგავსი განცხადება ასამარებს სერიოზულ იმედებს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ", _ აცხადებს კარასინი.