უკრაინაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კვლავ გრძელდება. ზურაბ ადეიშვილი უკვე შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, ასევე შეხვედრები გაიმართა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში და გენერალურ პროკურატურაში.
შეხვედრის მთავარი თემა, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები გაღრმავება იყო.
,,ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის საკითხებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორ საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. Aასევე იუსტიციის მინისტრი შეხვდა იუსტიციის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალურ პროკურორს. უკრაინაში ძალიან ბევრი იციან საქართველოს შესახებ, რეფორმების შესახებ და სურთ ამ რეფორმების გამოცდილებას გაეცნონ და საქართველოსთან უფრო აქტიურად ითანამშრომლონ", _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი რამდენიმე დღეა რაც უკრაინაში იმყოფება და უკრიინის მთავრობის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.