ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე ფაქტობრივად ბლოკირება მოახდინა იურიდიულად სავალდებულო თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობისა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
თუმცა მისივე თქმით, ამის მიუხედავად შეხვედრა მაინც "კონსტრუქციულ ნოტაზე" დასრულდა.
"შეხვედრა მიუხედავად ჩვენი ქართველი პარტნიორებისა რუსული მხარის ინიციტივის ბლოკირებისა, რომელიც ძალიან გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ეხებოდა, მაინც კონსტრუქციულ ნოტაზე დასრულდა",_ განაცხადა კარასინმა.
მიისვე თქმით, ქართულმა დელეგაციამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი განცხადებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელოდებიან.
"როგორც მოგეხსენებათ, ეს ეწინააღმდეგება ამ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, ვინაიდან ჩვენ ამ კონფლიქტში მონაწილე მხარე არ ვართ. ჩვენი შეიარაღებული ძალები 2008 წელს ქართული აგრესიის მოგერიებაში ეხმარებოდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს", _ აცხადებს კარასინი.