ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი მე-20 რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდის დასრულების შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
ამასთან ერთად, კარასინი აცხადებს, რომ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე რუსული მხარე აუცილებლად დააყენებს საკითხს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.
"სრულიად ცხადია, რომ ეს ტერმინი შეურაცხყოფას აყენებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების ღირსებას, რომლებიც თავიანთ სახელმწიფოებრიობას აშენებენ", _ აცხადებს სერგეი ლავროვის მოადგილე.