ირანის ხელისუფლებამ საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა საბრძოლო ხელოვნების შემსწაველი ქალებისადმი მიძღვნილი ვიდეოსიუჟეტისა და სტატიის სათაური - "ათასობით ქალი-ნინძა ვარჯიშობს, რათა გახდეს დაქირავებული მკვლელი".
სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტატიის სათაური გამოქვეყნების შემდეგ შეიცვალა "ირანში სამი ათასი ქალი -ნინძა ვარჯიშობს". სათაურის შეცვლა იმ კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით მოხდა, სადაც მომზადდა სიუჟეტი.
სტატიის სათაურის შეცვლის მიუხედავად ირანის კულტურის მინისტრი დაუკავშიირდა სააგენტოს თეირანის ბიუროს, რის შემდეგაც 11 ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმეს.
როიტერის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს წარმომადგენლები ცდილობენ მოელაპარაკნონ ხელისუფლებას, რათა ჟურნალისტებს აკრედიტაცია აღუდგიონ.
ირანის ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.