დღეს, 30 მარტს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პოეტ მიხეილ ღანიშაშვილის (ილტოსპირელი) ახალი წიგნის "სულის ყვავილების " პრეზენტაცია გაიმართება.
მიხეილ ღანიშაშვილი ექვსი პოეტური კრებულის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია და ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის ნაშრომი. მისი მხატვრული ნაწარმოებები თარგნილია რუსულ, გერმანულ, პოლონურ და ჩეჩნურ ენებზე. ოთხი წლის განმავლობაში, თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის ახლაგაზრდა მწერალთა წრეს, იყო ალმანახ "პირველი სხივის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამჟამად არის თავის მიერვე დაარსებულ მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება-კავშირის - პოეტური ორდენის "მარად ახალი ქნარის" თავმჯდომარე.
მიხეილ ღანიშაშვილის პოეტური კრებულებია: "ორი ნაპირი" , "ერთი ლირიკული პოემა და ცამეტი ლექსი", "ბედისწერის ქიმზე" , "იჩქერია" (ქართულ, რუსულ და ჩეჩნურ ენებზე), აცამაზი" , "კავკასიური პოემები".