"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე გირგვლიანის მკვლელობისთვის ბრალდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზეზებით დაინტერესდა. ამის შესახებ თარგამაძემ სამთავრობო საათზე მას შემდეგ გაამახვილა ყურადღება, რაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანმა იმ "სამოქმედო გეგმაზე" ისაუბრა, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი "უბედური შემთხვევების" პრევენციას ისახავს მიზნად.
თარგამაძემ ის ფაქტიც გააპროტესტა, რომ გირგვლიანის მკვლელობა "უბედური შემთხვევად" კვალიფიცირდება.
"არ მეგონა, პარლამენტისთვის იმის შეხსენება დამჭირდებოდა, რომ ამ მოვლენაზე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და ეს იყო კრიმინალი და მკვლელობა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ეს არ არის უბედური შემთხევა, ამიტომ არის ეს აქტუალური თემა საზოგადეობსითვის და იქნება მანამ, სანამ ყველა დამნაშავე საკადრისად არ იქნება დასჯილი", - განაცხადა თარგამაძემ და ბურჯალიანს პრევენციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დეტალური განმარტების გაკეთება სთხოვა.
"პრევენცია არის ის რომ ადამიანებს, რომლებიც ამ მკვლელობის გამო იყვნენ ციხეში ვადაზე ადრეც კი გამოუშვეს, მაშინ, როცა 35 ლარის ქურდობის გამო, 65 წლის პენსიონერი მამაკაცი 7 წლიან სასჯელს იხდის?" - მიმართა თარგამაძემ მინისტრის მოადგილეს.