ხვალ, 30 მარტს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ლაშა ღლონტი მეგობრებთან ერთად გამართავს კონცერტს, სახელწოდებით "მომნატრებიხარ ფიქრებს".
კონცერტში მონაწილეობენ მერაბ სეფაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიო ხუციშვილი, დავით გომართელი, დავით არჩვაძე, ნათია პერანიძე, დათო ნოზაძე, ანსამბლი "ალილო", "ქართული ხმები", "თეატრალურის კვარტეტი" და სხვა.
ღონისძიება პროექტის "ქართული ხელოვნების საღამოები" ფარგლებში რიგით მე-14 გაიმართება.
კონცერტის მხარდამჭერია თბილისის მერია. პროექტის ოფიციალური წარმომდგენი "მაგთი", ორგანიზატორები - საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის საკონცერტო დარბაზი.