"აბა, გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა. აბა, გაბედოს და არ დაიხიოს უკან!" - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დედოფლისწყაროში ქართული ოცნების ოფისის გახსნისას. მისი თქმით, რამდენიმე დღე დარჩა მისთვის საქართვლეოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის გადაწყვეტამდე და ხელისუფლება ვერ გაბედავს, არ დაუბრუნოს მოქალაქეობა.
"მე გაძლევთ პირობას, რომ ის სიცრუის მანქანა და ის ძალადობის მანქანა, რომელიც ააგო სააკშვილმა, ნელ-ნელა დაიმსხვრევა, დაიხევს უკან ეტაპობრივად და ჩვენ მოვახერხებთ, რომ ამოვწიოთ ქართული სულისკვეთება და არჩევნებისთვის მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვჭირდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილი სიცრუის ჩემპიონია და ახერხებდა, სიცრუეში ემყოფებინა დიდხანს საქართველო, ევროპაც და ამერიკაც.
"სააკაშვილი ახერხებდა, სიცრუში ემყოფებინა ევროპაც და ამერიკაც - ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენ მოვახერხეთ უკვე გარდატეხა და რეალურად ვაჩვენეთ მისი სახე - როგორია ის და როგორია მისეული დემოკრატია. დღეს ვეღარ ახერხებს და რაც უფრო დრო გავა და მოახლოვდება არჩევნები, საქართელოდან გასვლაც კი მოერიდება. ისეთ გზას ვაჩვენებთ, როგორიც არის ის. უკვე კარგად გააცნობიერეს, როგორია მისი სამართლიანობა და დემოკრატია", - განაცხადა ივანიშვილმა.