რუსეთის მოქალაქეებს სიკვდილით დასჯის სასჯელის დაბრუნება სურთ. ფონდ "საზოგადოებრივი აზრის" სოციოლოგებმა გამოკითხვა ჩაატარეს და რუსეთის მოქალაქეებს ჰკითხეს -არის თუ არა საჭირო რუსეთში სიკვდილით დასჯის სასჯელის დაბრუნება.
გამოკითხულთა უმრავლესობამ ანუ 62 %-მა განაცხადა, რომ მათი აზრით რუსეთში სიკვდილით დასჯა უნდა დაბრუნდეს.
მათი აზრით, სასჯელის ეს ზომა უნდა ხორციელდებოდეს სექსუალური ხასიათის დანაშაულებების გამო არასრულწლოვანების მიმართებაში - 72 %, მკვლელობა - 64 %, ტერორიზმი - 54%, ნარკოტიკების გავრცელება - 28% და სახელმწიფო ღალატი - 12%.
გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ჯაშუშობის გამო ადამიანების სიკვდილით დასჯას ემხრობოდნენ. ასეთი 6 % აღმოჩნდა. სულ გამოკითხეს 3000 რესპოდენტი.