ხვალ, 30 მარტს, 11:00 საათზე, კახეთში გაიმართება საერთაშორისო ტურიზმის საკონსულტაციო კომპანია THR-ის ექსპერტების შეხვედრა სამხარეო გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია სიდამონიძესთან.
ესპანელი სტუმრები 2 დღის განმავლობაში გაეცნობიან უკვე არსებულ ტურისტულ პოტენციალს და დაათვალიერებენ ინფრასტრუქტურას.