ხვალ, 30 მარტს, 12:15 საათზე, სასტუმრო "რადისონში" საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) კაპიტალდაბანდებების ახალი ფონდის პრეზენტაციას გამართავენ.
მცირე საწარმოების მხარდაჭერის ფონდი (SEAF) კავკასია პირველი პროფესიული დონის სტრუქტურის მქონე ფონდია კავკასიაში, რომელიც გასცემს სესხებს და ახდენს კაპიტალდაბანდებებს მცირე და საშუალო საწარმოებში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
ახალი ფონდის მართვას განახორციელებს მცირე საწარმოების მხარდაჭერის ფონდი (SEAF), რომელიც ფონდების საერთაშორისო მმართველია.