ჩაი "როიბუში" შეიძლება გაქრეს. ცნობილი ჩაის, როიბუშის მწარმოებლები შეშფოთებული არიან იმით, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის წარმოებაზე.
თუმცა ამ სახეობის ჩაის გაუჩინარების ზუსტ თარიღის ვერვინ წინასწარმეტყველებს.
სამხრეთ აფრიკელი ფერმერები შიშობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გაანადგუროს იმ მხარის მყიფე ეკოსისტემა, სადაც გამოყავთ ჩაი "როიბუშის" ფოთლები.
"როიბუშის" ექსპორტი ბოლო 13 წლის განმავლობაში ოთხჯერ გაიზარდა. ჩაი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამდენადაც ცნობილია მისი სამკურნალო თვისებები, იგი ასევე გამაგრილებელი გემოს გამო უყვართ. იგი არ შეიცავს კოფეინს და შეიცავს ტანინის მხოლოდ მცირე რაოდენობას.
ჩაი "როიბუში" მხოლოდ სამხრეთ აფრიკის კეიპის დასავლეთ რეგიონში იზრდება.