ინგლისელმა რობ ჰიგსმა თავისი ახალი გამოგონება-კორპსაძრობი წარმოადგინა, რომელიც დაახლოებით 150 ათას დოლარად შეფასდა. გამომგონებლის შემოქმედება არა მარტო თვითონ ხსნის ბოთლს, არამედ თავად ჩამოასხამს ღვინოს ბოკალში.
კორპსაძრობი ძალიან რთულ მოწყობილობას წარმოადგენს, რომლის სიმაღლე დაახლოებით 1,5 მეტრს შეადგენს. კორპსაძრობი მრავალი დეტალისგან, ზამბარისა და კბილანისგან შედგება. მომხმარებელმა საკმარისია ხელი შეახოს ბერკეტს, რომ აპარატი გახსნის ბოთლს და დაასხამს ღვინო გამზადებულ ბოკალში.
ქალაქ პეტრინის მცხოვრებმა (კორნოულის საგრაფო, ინგლისის სამხრეთ დასავლეთი) რობ ჰიგსმა ამ მოწყობილობის შექმნაზე თითქმის სამი ათასი დეტალი გამოიყენა.
გამოგონებამ დიზაინერული კომპანიის Oneofone-ს ინტერესი გამოწვია, რომლის ხელმძღვანელმა მარკუს ვიკინსონმა 25 ასეთი აპარატის შეკვეთა მისცა. როგორც ბიზნესმენი მიიჩნევს, სიახლე ძალზე მოთხოვნადი იქნება რესტორნებსა და ოტელებში.