"პროგნოზი უწყვეტი დათბობის შესახებ არ მართლდება", - მიიჩნევს ციმბირის მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელი გაერთიანებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკადემიკოსი ნიკოლოზ დობრეცოვი. მისი სიტყვებით, ამას ადასტურებს არქტიკაში ყინულის მდგომარეობის ცვლილება.
"ყინულის მინიმუმი 2007, 2008, 2011 წლებში იყო, და, სავარაუდოდ, 2012 წელს ყინულმა კვლავ დაიწყო ზრდა, თქვენ ამას თავადაც კარგად ხედავთ ცივი ზამთრით -არქტიკაში კვლავ აცივდა. ამიტომაც ის, რომ ჩვენ უწყვეტი დათბობა გველოდება, ლეგენდაა", - განაცხადა მეცნიერმა.
"მომავალ ასწლეულში, ყინული არქტიკაში როგორც გაიზრდება, ასევე შემცირდება. შესაბამისად, აციებას დათბობა შეცვლის." ხოლო საუკუნის ბოლოს საერთო აცივება დაიწყება და არა დათბობა, ასეთია უფრო თანამედროვე პროგნოზი",- დასძინა დობრეცოვმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ზუსტი პროგნოზირებისთვის აუცილებელია არქტიკის სტაციონალური სადგურის ქსელის განვითარება.
"არქტიკა - ეს არა მარტო ამინდის სამზარეულოა, არამედ დაუცველი ადგილი, რომელიც აციების ან დათბობის შედეგად შეიძლება ყველაზე მეტად დაზარალდეს", - აღნიშნა აკადემიკოსმა.