დღეს, 29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუმინეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა დუმიტრუ ბადეამ რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლოზ ვაშაკიძეს.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. რუმინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ნიკოლოზ ვაშაკიძემ რუმინეთის ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.