ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისაის,, წევრებმა სამთავრობო საათის ფორმატში გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პარლამენტის სხდომის დაწყებისას, სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთლმა განაცხადა, რომ სხდომის დაწყებამდე შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აცნობა, რომ საკმაოდ სერიოზული და საგანგებო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდება სამთავრობო საათზე. მის ნაცვლად პარლამენტში ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გასაცემად მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე გამოცხადდა.
საპარლამენტო ოპოზიციისათვის გაუგებარია, რატომ გაუჩნდათ პროტესტი სამთავრობო საათის ინიციატორებს, შინაგან საქმეტა მინისტრის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, როდესაც იუსტიციის მინისტრის უკრაინაში ვიზიტის გამო, მათ თავად მოითხოვეს მოადგილის გამოცხადება.
ფრაქციას მინისტრებთან სულ 10 შეკითხვა ჰქონდა გადაგზავნილი. მისიტრის მოადგილეები ამ კითხვებს ავტორების მიერ დარბაზის დატოვების მიუხედავად მაინც პასუხობენ.