აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით 30 მარტს 10 საათიდან 19 საათამდე ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება მონაცვლეობით 2-2 საათით შეეზღუდებათ.
შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ლაღიძის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.