აშშ-სა და საქართველოს პოლიტიკით უკმაყოფილო რუსეთის მოქალაქეების რიცხვი იზრდება. ამ საკითხთან დაკავშირებით "ლევადა-ცენტრის" მიერ სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის მარტის მდგომარეობით, გამოკითხული რუსეთის მოქალაქეები ნახევარი აშშ-სადმი დადებითად არის განწყობილი, მეორე ნახევარი კი საქართველოს მიმართ - უარყოფითად.
აშშ-სადმი უარყოფითად განწყობილია გამოკითხულთა 35 %. საქართველოსადმი კი დადებითად განწყობილია, გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების 31 %.
ერთი წლის წინ რუსეთის მოქალაქეები უკეთესად აფასებდნენ როგორც აშშ (54%) ასევე საქართველოს (39%).
გამოკითხულთა 56% ასევე წინააღმდეგია საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში ჩასვლისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებისა.
სირიაში არსებული მდგომარეობაზე კითხვებზე პასუხის გაცემისას გამოკითხულთა 29 % განაცხადა, რომ მათი აზრით ამ ქვეყანაში "სამოქალაქო ომი" მიმდინარეობს. 35 % კი წინააღმდეგია რუსეთის მიერ სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებისა. 45 % კი საერთოდ წინააღმდეგია სირიის საკიტხი სამხედრო ჩარევის გზით გადაწყდეს.
რაც შეეხება ირანს - გამოკითხულთა 60 % მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამა რუსეთის ფედერაციას ამა თუ იმ კუთხით მაინც ემუქრება. გამოკითხულთა 34 % მიაჩნია, რომ აშშ ირანს უახლოეს დროში დაარტყამს და ასევე 34 % მიაჩნია, რომ რუსეთი ირანთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას შეწყვეტს.
უკრაინისადმი გამოკითხულთა 65 % კარგადაა განწყობილი, ბელორუსისადმი კი 74%.
გამოკითხულია 1633 ადამიანი რუსეთის ფედერაციის 130 დასახლებულ პუნქტში.