იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, 1 მაისისდან პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვის შესაძლებლობა, კონსტიტუციას არანაირად არ არღვევს.
როგორც მან აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რეგლამენტში პარლამენტის სხდომებთან დაკავშირებული ნორმის დაზუსტება, პოლიტიკურ განაცხადთან შესაბამისობაშია.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური განაცხადი არაერთხელ გაკეთდა და კონსტიტუციის არანაირ დარღვევასთან არ გვაქვს საქმე.
„ყველასათვის ცხადია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ქუთაისში იქნება როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხდომები. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტს უკვე ჰქონდეს შესაძლებლობა პლენარული სხდომა გაიმართოს როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში. დღეს მოქმედ კონსტიტუციაში კი განსაზღვრული არ არის პლენარული სხდომების ადგილი,, - აღნიშნა დეპუტატმა.
პარლამენტის რეგლამნტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პლენარული სხდომები 1 მაისისდან ქუთაისშიც გაიმართება. კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარულის ხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.