ესტონეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაკომპანია ''Estonian Air'' ტალინი-თბილისი-ტალინის მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს. კომპანია მგზავრთა გადაყვანას CRJ 900 და Boeing 737 ტიპის თვითმფრინავებით განახორციელებს.
''Estonian Air'' 1991 წლის პირველ დეკემბერს შეიქმნა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ტალინიდან ევროპის ქვეყნებში ოცდაათი მიმართულებით ახორციელებს. ხოლო ზაფხულის სეზონისათვის ავიაკომპანია ფრენების დაწყებას თბილისის გარდა ჰელსინკის, რიგის, ჰანოვერის, ვენის და ვენეციის მიმართულებით გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მონაცემებით ''Estonian Air'' ერთ-ერთი ყველაზე პუნქტუალური ავიკომპანიაა ევროპაში.