ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრი გია ცაგარეიშვილის შეფასებით, პარლამენტის სხდომების 1 მაისიდან ქუთაისში გამართვის შესაძლებლობა კოსტისტუციის დარღვევაა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების კომენტირებისას განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობისთვის პარლამენტის რეგლამენტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას.
მისი თქმით, საპროცედურაო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილის გაგებით, რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანი აქტია და მას კანონთა იერარქიაში უფრო მაღლა უნდა ეჭიროს ადგილი, ვიდრე კონსტიტუციას.
ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის შენობა ჯერ კიდევ დაუსრულებელია.
"ქუთაისში მშენებარე შენობა უკვე დავათვალიერე და იქ სხდომის ჩატარება ვერ წარმომიდგენია. თუმცა იმის გათვალისიწინებით, რომ სააკაშვილს სხდომების ჩატარება სახურავებზე უყვარს, ვფიქრობ, მაჭავარიანსა და ბაქრაძესთან ერთად, სახურავზე გოგორიშვილიც აღმოჩნდება და პირველი პლენარული სხდომა არაშენებული შენობის სახურავზე ჩატარდება" - დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
პარლამენტის რეგლამნტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პლენარული სხდომები 1 მაისისდან ქუთაისშიც გაიმართება. კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარულის ხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო "საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან" უნდა გახდეს.
კანონპროექტის ავტორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტია.