პარლამენტის პლენარული სხდომები 1-ლი მაისისდან ქუთაისშიც გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის.
კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარულის ხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის შესაძლებელი.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო "საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან" უნდა გახდეს.
კანონპროექტის ავტორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტია.