საქართველოში სამხრეთ კორეელი ბიზნესმენები ინვესტიციებს განახორციელებენ, - ამის შესახებ, ჟურნალისტებს სეულში ვიზიტად მყოფმა მიხელ სააკაშვილმა განუცხადა.
,,მთელი დღე ვხვდებოდი, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს და ძალიან ბევრი პროექტიის განხორციელება იგეგმება საქართველოში. სასტუმროს აშენება ბათუმში, მრავალპროფილური საავადმყოფოს აშენება თბილისში, ჰიდროელექტროსადგურების პროექტები.ამის შესახებ, გუშინ მოეწერა ხელი ერთობლივ მემორანდუმს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ახალი ინვესტიციების საშუალებით, ბევრი ადამიანი დასაქმდება.
"ერთი სიტყვით, ჩვენ ვლაპარაკობთ, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და ეს არის, რა თქმა უნდა, ათასობით ჩვენი თანამემამულის სამუშაო ადგილები, სტიმული ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს არის მხოლოდ იმის გამო შესაძლებელი, რომ პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ქვეყანა აბსოლუტურად ჩვენ რეგიონში. კორუფციიის არ ქონით, გამჭვირვალეობით, რეფორმების შედეგებით. Aამიტომ ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ. ჩემთვის ეს არის მაგალითი, როგორ უნდა წავიდეთ წინ", _ განაცხადა სეულში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა.