თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ხანძრის შედეგად, 40 ჰექტარზე მეტი ვენახი დაიწვა, რომელიც პრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სახანძრო - სამაშველო სამსახურის სპეციალისტმა ვაჟა მთვარელიშვილმა განუცხადა, ანანიაშვილს წინანდალში 60 ჰექტარი ვენახი აქვს, საიდანაც დაახლოებით 70% დაიწვა.
„30 წელია სახანძრო - სამაშველო სამსახურში ვმუშაობ და ხანძრის ამდენი შემთხვევა, რაც მარტში დაფიქსირდა, არასდროს ყოფილა. ეს ხალხის დაუდევრობის ბრალია. მსგავსი სიტუაციაა კახეთის ყველა რაიონში", -განაცხადა ვაჟა მთვარელიშვილმა.