დღეს, 29 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება სამინისტროს ინიცირებითა და ხელშეწყობით გამოცემული კატალოგის "SOUVENIRS FROM GEORGIA" მე-2 ნაწილის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას დაესწრებიან ხალხური რეწვის ოსტატები, ხელოვანები, მოწვეული სტუმრები, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
მეორე კატალოგში თავმოყრილია, როგორც პირველ ნაწილში შესული ნამუშევრები, ასევე ახალი ნიმუშები - 80-მდე ავტორის 100-ზე მეტი სუვენირი. გამოცემაში ხალხური რეწვის სხვადასხვა მიმართულებაა წარმოდგენილი; მათ შორის ქართული კერამიკა, ტექსტილი, ჭედურობა, მინანქარი თუ სხვა.