დღეს, 29 მარტს, 15:00 საათზე, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნება კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით "სული ღმერთს, გული სამშობლოს (ამბროსი ხელაი-150)".
გამოფენაზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალა იქნება წარმოდგენილი. ძირითადად, ამბროსი ხელაიას, კალისტრატე ცინცაძის, კირიონ საძაგლიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ვასილ კარბელაშვილის პირადი არქივებიდან. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პატრიარქის ქადაგებები, პირადი წერილები, ფოტოები, გადასახლებისა და დევნის ამსახველი მასალა.
გამოფენა ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ლოცვა-კურთხევით იმართება. ორგანიზატორები არიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ჭყონდიდის ეპარქია.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სასულირო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი მოღვაწეობდა 1861-1927 წლებში, ხოლო პატრიარქი იყო 1921-1927 წლებში. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ქართული მართლმადიდებული სამოციქულო ეკლესიის მიერ იგი შერაცხულია წმინდანად.
გამოფენა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.