დღეს, 29 მარტს, 13:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" ინიციატივით, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვდებიან საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს თემაზე - მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არჩევნების მონიტორინგის უფლების შეზღუდვა.
"ამომრჩეველთა ლიგამ" ამ თემაზე განცხადება მედიის საშუალებით უკვე გააკეთა და მოუწოდა საკანონმდებლო ინიციატივის მქონე ყველა სუბიექტს, სასწრაფოდ შეიტანონ შესაბამისი ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში.
მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას სრული საარჩევო პროცესის მონიტორინგისთვის უფლება აქვს, ჰყავდეს მხოლოდ ორი წარმომადგენელი. კანონის ამ ნორმით შეუძლებელი ხდება არჩევნების საერთაშორისო სისტემის მონიტორინგი, შედგად ვიღებთ მხოლოდ ორ საერთაშორისო დამკვირვებელს არა ერთ საარჩევნო კომისიაში, არამედ 3 500-ზე მეტ საუბნო, 73 საოლქო და ცენტრალურ ოლქებში.