"რუსეთი უკვე მიეჩვია, თავისი ვეტოთი შეძვრეს იქ, სადაც მზად არიან რაღაც კეთილი საქმე ჩაიდინონ, სადაც აპირებენ გატეხონ მორიგი ტირანია და ხალხი გათავისუფლონ. ძალიან უცნაურიც იქნებოდა, რუსეთს სირიის დახმარება რომ ვერ მოესწრო და ყველა საპირისპიროდ რომ არ დამდგარიყო", _ წერს თავის ბლოგში ცნობილი ჟურნალიტი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია და დასძენს:
"რა თქმა უნდა, სირიის რეჟიმი იმდენად მისაღებია რუსეთისთვის, რომ ასადი უკვე რამდენჯერმე გამოვიდა პუშკოვის "პოსტსკრიპტუმში", ამ ერთ-ერთ ყველაზე რეაქციულ პროგრამაში მესამე არხზე, იგი იქ ლამის ჩაეწერა. გამუდმებით ჰყვება, თუ როგორი კარგია ის და რა ცუდი ხელქვეითები ჰყავს.
პუტინისთვის საკმარისია მუბარაქის, სადამ ჰუსეინისა და მუამარ კადაფის მაგალითები. ის კიდევ უფრო არაკომფორტულად იგრძნობს თავს, თუკი ასადს იგივე დაემართება და რომ აღმოჩნდეს, რომ არ შეიძლება დაუსჯელად დააზარალო შენი ხალხი", _ წერს ნოვოდვორსკაია და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, არის რისკი იმისა და შესაძლებელია, რომ სირიის ტერიტორიაზე მოკავშირეებმა "ერაყის ქვიშებში დაკარგული ბირთვული იარაღი აღმოაჩინონ, რომლის გამოტანაც მოასწრეს და საერთოდაც, იქ შეიძლება მრავალი არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს".
"ასადი უკვე კარგა ხანია გახდა გადამცემი ინსტანცია და შუამავალი ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის მოწინააღმდეგეებისთვის. პალესტინელებმაც მისგან მრავალი რამ მიიღეს და ლიბიის ომისთვის მოძებნა მან (რა თქმა უნდა, არა თავისი ხაზინაში) სხვადასხვა იარაღი. და აი სწორედ იქ, რაც იქ ჩაჰქონდათ, უმეტესწილად, იქაურ ტერორისტებთან მიდიოდა. და თუ ეს ყველაფერი დასრულდება და მეტიც, ბოლოებსაც მოიძიებენ - ეს პუტინისთვის არასასიამოვნო სიტუაცია იქნება. თავისი ლეგიტიმურობით იგი აღმოჩნდება გარეული ძალიან მსხვილ და არასასიამოვნო საერთაშორისო სკანდალში - და აქედან გამოძრომა და ამის ჩამორეცხვა მას ძალიან გაუჭირდება. და რაც არ უნდა ილაპარაკოს ლავროვმა, მას უკვე აღარავინ არ მოუსმენს. ამიტომაც ცდილობენ ისინი, ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ დასავლეთი სირიაში არ შეუშვან და ასადის ჩამოგდება არ დაუშვან - ეს მათი კაცია", _ წერს ნოვოდვორსკაია თავის ბლოგში.