კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ლიბიის დაგეგმარების მინისტრის თანაშემწე დააკავეს, რომელსაც წინდებში 18 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში ჰქონდა დამალული.
მინისტრი და მისი თანაშემწე კაიროს გავლით ადდის-აბებუში მიფრინავდნენ.
ეგვიპტელებმა თანაშემწე უკანა რეისზე დასვეს და კვლავ ტრიპოლში გააგზავნეს. მინისტრი კი ეთიოპიაში თანაშემწის გარეშე გაფრინდა.