გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მიმართული გეგმის შესრულება, რომელიც სირიის ხელისუფლებამ გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგამ შესთავაზა.
"დაჟინებით ვთხოვ პრეზიდენტ ასადს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გეგმის რეალიზება. არც ერთი წუთის დაკარგვა მეტი არ შეიძლება", _ განცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა კუვეიტში ჟურნალისტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
კოფი ანანის მიერ შეთავაზებული სირიაში სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირების გეგმა ექვსპუნქტიანია და ორივე მხრიდან ძალადობის შეწყვეტას გულისხმობს. გეგმის მიხედვით, პოლიტიკური დიალოგიც უნდა დაიწყოს. ამასთან, გეგმაში არის მოწოდება ოფიციალური დამასკოს მიმართ - გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო არიან დაპატიმრებული.
გეგმაში ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნა არ არის.