26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მემგონი, არაერთი ჟურნალისტის უფლება დაირღვა ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
მისი თქმით, ანგარიშში ჟურნალისტების უფლებების დარღვასთან დაკავშირებით, რამდენიმე კონკრეტული შემთხვევაც მოხვდა.
"წელს ყურადღების ცენტრში მოხვდა შარშანდელი მოვლენები. შეიძლება რომელიმე თქვენგანმა საკუთარი გვარი ამოიკითხოს. 26 მაისის მაისის აქციის დაშლის დროს, მემგონი, არაერთი ჟურნალისტი იყო, რომლის უფლებაც დაირღვა. ზოგადად, ანგარიშში, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის კუთხით, არაერთი ჟურნალისტის კონკრეტული მაგალითი შევიდა", _ განაცხადა ტუღუშმა.