თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე, რკინიგზის საავადმყოფოსთან ახლოს ჩამოშლილმა მიწამ 40 წლამდე მამაკაცი მოიყოლა, რომლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
კერძო დასახლებაში ერთ-ერთ კერძო კომპანიას გაჰყავდა საკანალიზაციო ქსელი, რომელსაც უსაფრთხოების ზომები დაცული არ ჰქონდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ჩამოშლილი მიწის ქვეშ 40 წლამდე მამაკაცი მოჰყვა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან.