სახალხო დამცველი 2011 წლის ანგრიშში საქართველოდან გადასახლებული მესხების საკითხსაც შეეხო.
"2011 წლის ანგარიშში მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა, როგორიცაა საქართველოდან იძულებით გადასახლებული მესხების საკითხი. მესხები 40-იან წლებში იძულებით განდევნეს საქართველოდან. ანგარიშში ასახულია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას, მაგრამ არ იდგმება ამ პრობლემის მოსაგვარებლად", - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.
შეგახსენებთ: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის თანახმად, 28 მარტს გიორგი ტუღუში საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2011 წლის ანგარიშს წარუდგენს.