2012 წლის ეროვნულ გამოცდებში ყველაზე პოპულარული საინჟინრო ტექნოლოგიებია. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამხედრო ინჟინერიაზე ერთ ადგილზე 70 აბიტურიენტი მოდის. ელექტროინჟინერიაზე - 36 აბიტურიენტი, ხოლო საქართველოს ტენქიკურ უნივერსიტეტში გეოდეზიის ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 55 აბიტურიენტი მოდის.
მისივე თქმით, დიდი მოთხოვნებია ასევე მათემატიკურ და ფიზიკურ მიმართულებებზე.
"გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტი აქცენტი გაგვეკეთებინა ტექნიკურ საინჟინრო დისციპლინებზე. ეს ის საგნებია, რომელიც ქართლ ბიზნესს სჭირდება და ეს ის დისციპლინებია, რომლის კურსდამთავრებულებიც უფრო იოლად იპოვიანს სამსახურს. წელს აბიტურიენტთა უდიდეს ნაწილს მოთხოვნილი აქვს საინჟინრო მიმართულება. კონკურსი არის ისეთი, რაც დღემდე არ გვქონია. სხვადასხვა უნივერსიტეტებში მათემატიკურზე და ფიზიკაზე მოდის 7-, 10, 14 აბიტურიენტი. ყველაზე დიდი კონკყურსი არის სამხედრო ინჟინერიაზე და ენერგოინჟინერიაზე" - განაცხადა ნიკა გილაურმა.