კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მერაბ კოსტავას სახელობის სახლ-მუზეუმის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ნიკა რურუამ განაცხადა, ის ეჭვობს, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს.
"მეეჭვება, რომ ეს სიმართლე იყოს რადგანაც ვცხოვრობ იმ ქუჩაზე და იმ ეზოშო ბევრჯერ ვარ ნამყოფი. თავიდან ეს ტერიტორია "სკოლა და ცხოვრების" რედაქციას ეკუთვნოდა და იქ იყო ბიბლიოთეკა. მეეჭვება, რომ ეს მუზეუმი რომელიმე ინვესტორმა იყიდოს" - განაცხადა რურუამ.
თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას აუცილებლად გადაამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერაბ კოსატვას სახელობის სახლ-მუზეუმის გასხვისებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინრომაციით, მუზეუმის შეძენა არაბ ინვესტორებს სურთ.