თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ოთხი პირი სასჯელის სახით შეფარდებულ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიხდის.
არაპატიმარი მსჯავრდებულები ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას მკითხველთა ბარათების დახარისხებასა და წიგნების კატალოგების მოწესრიგებაში დაეხმარებიან.
მათ მიერ გაწეული შრომის ხანგრძლივობა, სასამართლოს განაჩენით შეფარდებულ შრომის საათების საერთო რაოდენობას გამოაკლდება.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
შეთანხმების მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს ასევე სამინისტროს თანამშრომელთა სტაჟირებას საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების სფეროში, შესაბამისი ტრენინგების ჩატარების კუთხით.